top of page

ქალაქის ღირსშესანიშნაობები
იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი — საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი ქალაქ გორში. იოსებ სტალინის სახლი აღდგა და გაიხსნა 1937 წლის 10 ნოემბერს, ამავე წელს აიგო დამცავი ნაგებობებიც. არის ისტორიული კლასიფიკაციის. ინახება 60 000-მდე ექსპონატი. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.


გორის ციხე
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
გორიჯვარი
გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია — შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია, მდებარეობს გორის მახლობლად მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაღალ გორაკზე. ნაგებია ქვით. აგების თარიღი უცნობია, მაგრამ კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574– 1605) დროს იგი უკვე კარგადაა ცნობილი.
ხალხური თქმულებით, თამარ მეფის აგებულია. ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდიან მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ე. თაყაიშვილი. პ. უვაროვას აზრით, როგორც ეკლესია, ისე მისი გალავანი უძველესი დროისაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „... გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარეობს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს“.

მეტის ნახვა
Contact Us

bottom of page






